შსს ადასტურებს, რომ მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანას განიხილავს

შსს ადასტურებს, რომ მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანს განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს.

“უწყების ცნობით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას.

“გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიერ მომზადებულია პროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს და გარკვეულ ადგილებში მარიხუანას მოხმარებას ზღუდავს.

“მთავრობა განიხილავს ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით მარიხუანას გასაღება რჩება დასჯადი სისხლის სამართლის წესით,”-აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისია მედიისთვის კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაის, რომ ასე ჭრიჭინით უჭირს პრემიერ-მინისტრს იმის თქმა, რომ ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის მიმართ, ეს უკვე ნიშანია