შსს 9 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო
მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება:
– „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია;
– ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია
სივრცეში;
შესაბამისად, ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით,
ვაკის პარკში შესვლა-გამოსვლას და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში
დაწესებული შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
თანამშრომლები გააკონტროლებენ.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 174-16 პრიმა მუხლით იკრძალება საქართველოს
კანონით – „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული წესების დარღვევა, რაც
გამოიხატება კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების
მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების,
სახელწოდებების გამოყენებაში. აღნიშნული სამართალდარღვევა იწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო
მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში
გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ხელისუფლება ემსგავსება წარსულის გადმონაშთს და სულ უფრო იძირება თანამედროვე კომუნისტებისა და კომკავშირლების მიერ წარმოქმნილ პოლიტიკურ ჭაობში
შემდეგი სტატიასაქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან საჩუქრად 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს მიიღებს