20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

შსს: 500-500 ლარით დაჯარიმდნენ ის პირები, რომლებიც გორში ქორწილში აკუსტიკური იარაღიდან ისროდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 500-500 ლარით დაჯარიმდნენ ის პირები, რომლებიც გორში ქორწილში აკუსტიკური იარაღიდან ისროდნენ.

როგორც შსს-ში მთავართან თქვეს, ვიდეოში ასახული ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167-ე მუხლის I ნაწილით დაჯარიმდა. უწყების პრესსამსახურის ცნობითვე, ორივე მათგანს აკუსტიკური იარაღი ჩამოერთვა და მისი ფლობაც შეეზღუდა.

დღეს მოქალაქემ მთავარს გამოუგზავნა კადრები, სადაც ქორწილის ავტოკოლონაში სროლა იყო ასახული.

banner
წინა სტატიაშისოფიო სიგუა-შატბერავა: ის ყოველთვის მემუქრებოდა მძიმე, გაუხსნელი მკვლელობით, ძალადობდა ჩემზე, არასრულწლოვნების თანდასწრებით
შემდეგი სტატიათბილისში ,,უკრაინის ქართველი გმირების” მარში მიმდინარეობს