შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობა. დაცვის მხარემ გირაოს გამოყენების საფუძვლად ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, ეს გარემოება მოსამართლემ გაითვალისწინა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ქობულეთში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი გუშინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, გოჩა ჟვანია და ზურაბ წიკლაური დღეს დაკრძალეს
შემდეგი სტატიაზახაროვა: გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა