შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი საჭიროებაზე დაფუძნებული მოდელით მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი საჭიროებაზე დაფუძნებული მოდელით მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ჯამური ბიუჯეტი, რომელიც შშმ პირების მხარდაჭერისკენ არის მიმართული გასამმაგდა, თუმცა სერვისები ცალსახად არ არის საკმარისი.

„როგორც ყოველთვის, ამ საკითხსაც ორი მხარე აქვს რაოდენობრივი და თვისობრივი. რაოდენობრივს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში ჯამური ბიუჯეტი, რომელიც მიმართულია შშმ პირების მხარდაჭერისაკენ არის თითქმის გასამმაგებული. რაც შეეხება თვისობრივს, თვისობრივად ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ამ შშმ სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი შეიცვალოს საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელზეც, რომლის პილოტირებაც უკვე მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში, ან მომავალი წლის დასაწყისში ამ მოდელზე გადასვლა შესაძლებელი იქნება. სერვისები საკმარისი ცალსახად არ არის, მაგრამ ვეცადე, რომ ხაზი გამესვა ამ წლების დინამიკაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავკმაყოფილდით მიღებული შედეგით, უნდა გაგრძელდეს ამ მხრივ მუშაობა, მაგრამ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში რაოდენობრივად ეს თითქმის გასამმაგებულია ბოლო წლების განმავლობაში და თვისობრივ რეფორმაზე, საჭიროებებზე დაფუძნებულ მოდელზეც უკვე აქტიური მუშაობა მიდის“, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე, მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები