შშ-ს დაზვერვის ხელმძღვანელი: საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეაჩეროს

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა საქართველოს შესახებ სენატში გამოსვლისსას ისაუბრა. მან წარმოადგინა ანგარიში მსოფლიო საფრთხეების შესახებ, სადაც საუბარია საქართველოს დასავლური ორიენტაციის საფრთხეებზეც.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2016 წლის არჩევნების წინ დასავლური ინტეგრაციის ნელ ტემპს ემატება ეფექტური რუსული პროპაგანდა, რის გამოც თბილისმა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით წარმატებას აღწევს, ქართული პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე უდაოდ ცვალებადი იქნება. ეკონომიკური ცვლილებები 2016 წლის არჩევნების წინ, მთავრობისთვის, სავარაუდოდ, მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება.

დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება, და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალ დონეზე დარჩება და ჩვენი შეფასებით, მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე, რომ ევროკავშირსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობებზე უარი თქვას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩვენი ამოცანაა, საქართველო სრულფასოვანი პარტნიორი იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემის
შემდეგი სტატიამცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია