20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რომის პაპს შეხვდა

ვატიკანის ინფორმაციით, პაპმა ლეო XIV-მ და მარკო რუბიომ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“.

ვატიკანის განცხადებით, შეხვედრისას რომის პაპი და მარკო რუბიო შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

ეს იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა რომის პაპსა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შორის.

ვატიკანის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ „გაცვალეს შეხედულებები“ მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე და ისაუბრეს „მშვიდობისთვის დაუღალავი მუშაობის აუცილებლობაზე“.

რუბიო ვატიკანში დაახლოებით ორსაათ-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრები გამართა მაღალი რანგის სასულიერო პირებთან, მათ შორის ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რომის პაპთან შეხვედრისას ხაზი გაუსვეს საერთო ერთგულებას მშვიდობისა და ადამიანური ღირსების ხელშეწყობის მიმართ.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი სპეცრაზმელების დაკავებაზე განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია 5 სპეცრაზმელის დაკავებაზე: ძალადობა ვინ ჩაიდინა, მაშინვე იცოდნენ, მაგრამ არ იყო პოლიტიკური ნება