შს სამინისტროს თანამშრომლებს ენმ-ს წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ – ხატია დეკანოიძის საგანგებო განცხადება

region
ავტ.: region ივლისი 30, 2019 15:47

შს სამინისტროს თანამშრომლებს ენმ-ს წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ – ხატია დეკანოიძის საგანგებო განცხადება

შს სამინისტროს თანამშრომლებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემას აიძულებენ – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გენერალურ პროკურატურაში დაბარებულმა პირებმა, რომლებიც შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები და ასევე წვევამდელები არიან, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მათ ნიკა მელიას, ასევე ენმ-ს წევრების ბესიკ გაზდელიანისა და ჯემალ სეფიაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას აიძულებენ.

„დღემდე 18 ადამიანი არის წინასწარ პატიმრობაში და ეს ადამიანები პატიმრობაში იმყოფებიან ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე. ჩვენ გუშინ დაგვიკავშირდა შს სამინსიტროს რამდენიმე თანამშრომელი მათ შორის გდდ-დან და წვევამდელები, რომლებიც იხდიან სავალდებულო სამსახურს შს სამინისტროში.

ეს ადამიანები აიძულეს მისულიყვნენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და აიძულებდნენ მიეცათ ცრუ და ყალბი ჩვენება, მათ აჩვენეს ფოტოსურათები და ამ ფოტოსურათებზე გამოსახული იყვნენ: ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრები ბესიკ გაზდელიანი და ჯემალ სეფიაშვილი. მათ აიძულებდნენ სურათზე გამოსახული ადამიანების წინააღმდეგ ხელი მოეწერათ ცრუ ბრალდებისთვის, რომ ეს ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელებზე.

როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი აპირებს გააგრძელოს პოლიტიკური რეპრესიები და ადამიანები სამოქალაქო პოზიციიების დაფიქსირებისთვის დასაჯოს. ივანიშვილი ლაპარაკობს შს სამინისტროს და გენერალური პროკურატურის სახელით და რეპრესიული მექანიზმებით და როგორც ჩანს კვლავ გააგრძელებენ ამ რეპრესიებს. სოლიდარობა დაპატიმრებულ ადამიანებს სოლიდარობა გმირებს და სოლიდარობა იმ დაპატიმრებულ ადამიანებს, ვინც წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს,”-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

region
ავტ.: region ივლისი 30, 2019 15:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics