შს სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას „Gulf Georgia“ და სტუდენტები შეუერთდნენ

შსს-მ ბეჟაშვილის ცემის ფაქტზე საქმე აღძრა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

კამპანიას „Gulf Georgia“ და სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეუერთდნენ.

სტუდენტებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სტიკერები კომპანია „Gulf“-ის ავტოგასამართ სადგურებსა და მასთან მდებარე „Gulf Store“-ის ობიექტებში განათავსეს. სტიკერები ავტოგასამართ სადგურებში შემოსულ მძღოლებსაც დაურიგდათ, რომელთაც სტუდენტებმა შს სამინისტროს კამპანიაში ჩართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდეს.

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანი ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და ამ მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ვიზიტი გერმანიაში გამოდგა გერმანული, აქ ყოფნა უკიდურესად სასარგებლო იყო
შემდეგი სტატიასაქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში