15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

შს სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „კავკასიის უნივერსიტეტში“ გამართულ Welcome Party-ზე სავარაუდო ინტოქსიკაციის შედეგად, სტუდენტები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, კლინიკაში 5-მდე პაციენტია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წვეულებაზე მისულმა უცხო პირმა, სავარაუდოდ, „ალკოჰოლურ სასმელში გაურკვეველი ნივთიერება ჩაყარა“.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი: აპარატის რწმუნებულებმა მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და 3 სხვა პატიმარი მოინახულეს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: „ქართული ოცნება“ გამოწვევას უქმნის საქართველოში დემოკრატიას და შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას