შს სამინისტრო – რუსულნომრიანი ავტომანქანები, რომლებიც თბილისში გადაადგილდებოდნენ, ჩამოწერილი ტექნიკაა

თბილისში რუსული სატვირთო მანქანები გამოჩნდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულნომრიან ავტომანქანებს, რომლებიც დღეს თბილისში ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, სამხედრო დანიშნულება არ გააჩნიათ. სამინისტროში აცხადებენ, რომ  სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში და წარმოადგენს ჩამოწერილი ტექნიკას

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ავტომანქანებზე ინფორმაციას ფლობს. ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია. სატვირთო ავტომანქანები შესყიდულია კერძო პირის მიერ რუსეთის ფედერაციაში და წარმოადგენს ჩამოწერილი ტექნიკას. ავტომანქანები მოძრაობს ტრანზიტული სანომრე ნიშნით“,-აცხადებენ შს სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიგამოძიება: ალიევის გოგოებს მილიარდი დოლარის აქტივები აქვთ
შემდეგი სტატია(video)მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს ხვდება