შს მინისტრთან შეხვედრა დასრულდა – ომბუდსმენმა უწყების ხელმძღვანელისგან დაპირება მიიღო

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 13:36

შს მინისტრთან შეხვედრა დასრულდა – ომბუდსმენმა უწყების ხელმძღვანელისგან დაპირება მიიღო

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას სახალხო დამცველიც ესწრებოდა. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მან გიორგი გახარიასგან მიიღო დაპირება, რომ უწყება ომბუდსმენის აპარატს 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო მასალას გადასცემს.

ომბუდსმენის განცხადებითვე, შს მინისტრმა შეხვედრაზე თქვა, რომ გადაცდომა იყო მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც როგორც მინისტრი ამბობს, მათი დაკავება მოჰყვა.

„ორივე მხარე თანხმდება, აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია, რომ სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეთანხმდნენ ორ რამეზე, პირველ რიგში შეიქმნება ორი სახის ჯგუფი ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან.

საუბარი იყო მომავალი დღეების განმავლობაში დაანონსებული აქციების უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე საორგანიზაციო ჯგუფის შექმნისკენ იყო მოწოდება, რომ მომავალი დღეების განმავლობაში უსაფრთხოება იყოს დაცული“-განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება სპეცოპერაციასა და ძალის შესაძლო გადამეტებას, ლომჯარია აცხადებს, რომ შს სამინისტრო მზად არის ეს საკითხი შეისწავლოს. მისივე თქმით, სახალხო დამცველი თავის მხრივ შეისწავლის სპეცოპერაციისა და შემდგომ აქციებზე მოქალაქეების დაკავებას, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებასა და მოქალაქეების უფლებების დარღვევას ადგილი.

“შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ ყველა სარჩელს შევისწავლით.

შსს-მ გამოთქვა მზაობა, რომ ვიდეო კადრებს გადმოგვცემს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველაფერი. ეს კადრებია რის როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობა ასევე აქციის მონაწილეების დაკავება“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 13:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,259
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics