შს მინისტრისა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთაველზე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გამართული აქციის ორგანიზატორებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას გიორგი გახარიას გარდა ესწრებიან: შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ბექა დოჭვირი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლადო ბორცვაძე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები დავით სუბელიანი და ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე გეთია, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენლები სოფო ვერძეული და გურამ იმნაძე.

banner
წინა სტატიაშიბექა წიქარიშვილი: გუშინდელი აქციის დაშლა სწორი ნაბიჯი იყო
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე : არ შეიძლება ბერას განცხადებებზე იყოს დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს შს სამინისტრო, ვის გაათავისუფლებს სასამართლო და როგორ კანონებს მიიღებს პარლამენტი