შს მინისტრის როლი ია კერზაიას საქმეში – ბაჩანა შენგელიას გენერალურ პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. საქმე ეხება ერთი კვირის წინ, მის მიერ საგამოძიებო უწყებაში შეტანილ განცხადებას, სადაც ის შინაგან საქმეთა მინისტრის დაკითხვას ითხოვს.

ბაჩანა შენგელიას მტკიცებით, მას აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ზუგდიდში ყოფნის დროს განათლების მინისტრს უშუალოდ გიორგი გახარიამ დაავალა მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა. შენგელიას თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ კერზაია არ ასრულებდა მმართველი პარტიის დაკვეთებს.

„დღეს მოხდება ჩემი გამოკითხვა გენერალურ პროკურატურაში, სადაც მე მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას უკვე ჩვენების სახით, სადაცა აღწერილი იქნება ყველა იმ მოწმის ვინაობა, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას, ასევე დავალების გამცემ პირზე, ბატონ გახარიაზე, რა დროს რა ტიპის დავალება გაიცა. ასევე მტკიცებულებები გვაქვს წარდგენილი,“-ამბობს ბაჩანა შენგელია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
შემდეგი სტატიაგადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას