შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობა არ არის – თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობა არ არის.

„ნუცუბიძეზე მომხდართან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს პროკურატურამ, პარლამენტის თავმჯდომარემ. დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს. რეფორმებთან დაკავშირებით მუდმივად გვაქვს ურთიერთობა შს სამინისტროსთან და მინისტრთან. წლის განმავლობაში არაერთი შეხვედრა შედგა. პარლამენტი მთავრობასთან ურთიერთობს და ეს არის ნორმალური სამუშაო რეჟიმი”,- განაცხადა თალაკვაძემ.

ნუცუბიძეზე გასულ კვირას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მისვლას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს პრესსამსახურის გავრცელებული ვიდეო – მინისტრის მოადგილე კითხვებს არ პასუხობს
შემდეგი სტატია“დაკარგულია ან მოპარულია 6 ბიულეტენი” – ქიტესაშვილი არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს