შს მინისტრის მოადგილეებმა პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ და მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები თელავის სამედიცინო დაწესებულებებში მოინახულეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც გუშინ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მიქაუტაძე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩარევად აფასებს
შემდეგი სტატიაახალი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ აშენდა, იმპორტირებულ ენერგიაზე უფრო მეტად ვიქნებით დამოკიდებულები – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე