შს მინისტრის მოადგილე ვიცეპოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეზე განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით გია ცერცვაძის საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც ინტერპოლის მეშვეობით ინფორმაცია გაიცა. აღნიშნული განცხადება შალვა ხუციშვილმა იმ ბრალდების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ძალოვანი უწყებების მიმართ ბოლო დროს გაჟღერდა, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების და ოპოზიციის განცხადებით, ქართული მხარე რუსეთს სამხედროების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ხუციშვილის თქმით, გია ცერცვაძის საქმეში არის ბევრი დეტალი, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ შეიძლება. კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმატის შემუშავების შემთხვევაში კი, შესაძლებელია დაინტერესებულ პირებს აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდოთ.

„ერთადერთი ქეისი იყო რაზედაც ინტერპოლის მეშვეობით არის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია გაცემული და არა ცერცვაძესთან დაკავშირებით . ცერცვაძის მსგავსი სხვა ქეისი ჩვენ არ გვაქვს. არის კონკრეტული გარემოებები, რომელზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ ვისაც აინტერესებს და შესაბამისი კომპეტენცია აქვს შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია.“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლში შველზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ მამუკა ახვლედიანის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა