შს მინისტრის მოადგილე პანკისელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჰესის მშენებლობა შეჩერდა

ჩვენ ვესაუბრეთ უხუცესებს, გვსურს შევხვდეთ თელავში და დავილაპარაკოთ,როგორც ხედავთ ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერდა, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ. საბანაძემ ადგილობრივებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ სხვა შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს,“- განაცხადა კახა საბანაძემ.

სოფელ ბირკიანში დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა. პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივები, რომლებიც ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, ხელკეტებით არიან შეიარაღებული.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელებმა პანკისის ხეობაში ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
შემდეგი სტატიაზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკაში გადაყვანილი 10 ბავშვიდან, შედარებით რთული 3 არასრულწლოვანის მდგომარეობაა