შს მინისტრის მოადგილე – კლუბ „ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, კლუბ „ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რის დასრულების შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

რაც შეეხება კაფე „გალერის“, როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, ობიექტს ლუქი მოეხსნა და კანონიერ მფლობელებს გადაეცა.

„ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება, დასრულდება და იმ შემთხვევაშიც შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამიტომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებთან ამის დაკავშირება, ვფიქრობ, არასწორი და უადგილოა. საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

შსს-ს ინფორმაციით, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი რვა პირი 12 მაისს დააკავეს, რის შემდეგაც აღნიშნული ობიექტები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით დროებით დაიხურა.

banner
წინა სტატიაშიდალუქული ღამის კლუბები – “გალერი” და “ბლოუ” გაიხსნა
შემდეგი სტატიატრამპი ჩრდილოეთ კოერასთან სამიტის ჩაშლას არ გამორიცხავს