“შს მინისტრის მოადგილე იტყუება”- როგორ ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი უწყების ბრიფინგს

სამოქალაქო აქტივისტი, იდა ბახტურიძე Facebook-ზე შს მინისტრის მოადგილის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ შსს იტყუება, როცა ამბობს, რომ მარშუტის ცვლილებასა და შეთანხმებაზე “თბილისი პრაიდი” მზად არ იყო.

ბახტურიძის განმარტებით, შსს-მ მარშის ჩასატარებლად აქტივისტებს წერეთელზე გამოფენის ტერიტორია შესთავაზა. პრაიდის ორგანიზატორები კი უწყების წარმომადგენლებს, ეკითხებოდნენ, რომელ ქუჩაზე იქნებოდა მათთვის გავლა უსაფრთხო, თუმცა შსს-ს წარმომადგენლები მათ კითხვებს არ პასუხობდნენ.

 

“ბრიფინგის ნაწილს ვუსმინე ჯერ და მარშის ალტერნატიული ადგილი შევთავაზეთო. გაინტერესებთ ეს ადგილი რა იყო?! გამოფენის ტერიტორია წერეთელზე. მარში, ხალხო! იქ შედითო. მინისტრის მოადგილე იტყუება, როცა ამბობს, რომ მარშრუტის ცვლილებაზე და შეთანხმებაზე არ იყო თბილის პრაიდი მზად. ვეკითხებოდით რომელ ქუჩაზე ჩავლაზე გვაძლევდნენ უსაფრთხოების გარანტიებს და არაო, ჩვენო ვერ გეტყვითო. თქვენ თქვითო. ჩვენ რაც ნათქვამი გვქონდა, იქ არ გამოვაო. 4-ში საღამოს ფილარმონიასთან შეკრება გადაწყდა და მათ ვერ ვუკავშირდებოდით, რომ ადგილი დროულად შეგვეთანხმებინა. დილას რაც იყო კი ნახეთ”,- წერს იდა ბახტურიძე.

banner
წინა სტატიაშიშსს „თბილისი პრაიდის“ პარალელურად პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაალექსანდრე დარახველიძე – 6 საათის განმავლობაში პოლიცია უზრუნველყოფდა მასების მართვას, აგრესიული ჯგუფების დაკავებას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას