შს მინისტრის მოადგილე: გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია

შს მინისტრის, მოადგლემ, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია.

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია. სამი დღის განავლობაში თითქმის უწყვეტად შსს-ს, სუს-ის და პროკურატურის თანამშრომლების მიერ ხორციელდებოდა კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღნისძიებები, რომლის შედეგადაც დადგენილია დანაშაულში მონაწილე სავაარუდო პირი. ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.- განაცხადა ამირანაშვილმა

banner
წინა სტატიაშისაქმე გვაქვს უტიფარ წინასაარჩევნო პიართან – ბოკერია თარგამაძის საქმესთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაზე
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : გამოძიებამ მიაგნო კვალს , მალე ეცოდინება საზოგადოებას დეტალები