შს მინისტრის მოადგილე – არასრულწლოვანთა შორის დანაშაული ბოლო წლებში მომატებული არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ზოგადად, არასრულწლოვანთა შორის დანაშაული ბოლო წლების განმავლობაში მომატებული არ არის.

ჟურნალისტებთან საუბარში მეზვრიშვილი მთავარი პროკურატურის მიერ წარდგენილ სტატისტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დღეს ძირითად გამოწვევას 14 წლამდე პირების მიერ დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს, რაზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„ამ მიმართულებით უწყებათაშორისი კომისია გვაქვს შექმნილი, რომლის ფარგლებშიც ერთი მხრივ, რეფერირების მექანიზმის დახვეწაზე ვმუშაობთ და მეორე მხრივ, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მანდატურების ინსტიტუტის ეფექტურობას ვაფასებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს დღეებში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს, სადაც ჩვენი აქცენტი გადატანილი იქნება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე, ანუ პრევენციის მიმართულებით გავაქტიურდებით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ მამალაძის ადვოკატები ციხის ადმინისტრაციას პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაშს სამინისტრო მანდატურის სამსახურის ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას გეგმავს