შს მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს, თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალება უკავშირდება თუ არა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ჰქონდათ თუ არა ახალგაზრდებს გარდაცვალებამდე ნარკოტიკული საშუალება მიღებული.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ორი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზა.

„გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ. რაც შეეხება კითხვას, რითი არიან ეს ადამიანები გარდაცვლილები და ქონდათ თუ არა, ნარკოტიკული საშუალებები მოხმარებული, ამაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ექსპერტიზაა დანიშნული. როგორც კი დასკვნას მივიღებთ, დაუყონებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ერთი რამის თქმა ცალსახად შემიძლია, თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებთ ამინისტროს საქმიანობას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა არის შსს-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით ბრძოლას კიდევ უფრო გავააქტიურებთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინატოს სამიტის წინ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია„მოსახლეობა უკმაყოფილოა და არანაირი ნდობა არ აქვს მთავრობის მიმართ“ – კალანდაძე