შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს ორი ოპერაცია ესაჭიროება

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული, ორი ოპერაცია ესაჭიროება.

შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანს ყბა-სახისა და თვალის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. მას საოპერაციოდ ამზადებენ. ხვედელიძის მეუღლე კი, დაკითხვაზე იმყოფება.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე თავდასხმა დღეს დილით მოხდა. მას თავს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, თარხნიშვილის ქუჩაზე დაესხნენ.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმაში ორი ნიღბიანი პირი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშიბუდაპეშტში აფხაზი სპეციალისტებისთვის ტრენინგი ჩატარდა
შემდეგი სტატიაღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი, სადაც ინდოელ ტურისტს ორ ბოთლ ლუდში 3 638 ლარის გადახდა აიძულეს, დაკავებულია