შს მინისტრის განცხადებას, “ლეო გრანდში” უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, სასტუმროს უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, რომ სასტუმრო “ლეო გრანდში” უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო, სასტუმროს უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს. უსაფრთხოების ხელმძღვანელის განცხადებით, ადამიანებმა სახანძრო კიბის გამოყენება ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ შენობაში დაკვამლიანება იყო საკმაოდ ძლიერი.

მისივე თქმით, 7 ადამიანი გარდაცვლილი ლიფტში იპოვეს.

„პანიკის მომენტი იყო, თორემ ორი ისეთი გასავლელი იყო, საიდანაც შეიძლებოდა გასულიყვნენ, კვამლის გამოც ვერ მიაგნეს,“- აღნიშნა სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა “რუსთავი2”-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა.

“აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნორმების დარღვევა, უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,”-აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ სასტუმროს მეპატრონეების და იმ პირების, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც შენობა ექსპლუატაციაში შეუშვეს.

banner
წინა სტატიაში”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბექა შატაკიშვილის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პატრიარქმა ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდთან” გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადა