შს მინისტრი: დღის წესრიგში დადგა კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის ზრდა

„არ დამდგარა დღის წესრიგში კრიმინალური პოლიციის გაძლიერება, დღის წესრიგში დადგა კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის ზრდა და ამისთვის ერთმნიშვნელოვნად საჭიროა მისი რეფორმა. რეფორმის ძირითადი არსი და შინაარსი გახლავთ , მისი რამდენიმე ფუნქციის გამიჯვნა. ვგულისხმობ: მაგალითად დღეს კრიმინალურ პოლიციის სისტემაში გასაძლიერებელია გამოძიების კომპონენტი, ისევე როგორც დეტექტიური კომპონენტი.ნ ის  საჭიროებს უფრო მკაფიო სტრუქტურირებას და ჩენ ვამბობთ რომ კრიმინალურ პოლიციაში, ერთი სისტემის ქვეშ, სინერგიის ეფექტის შესანარჩუნებლად უნდა გამოვყოთ დეტექტიური ოპერატიული მუშაობის და საგამოძიებო კომპონენტები. საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის რეფორმები რომლებიც ტარდება სასამართლოში და პროკურატურის სისტემაში,  დანაშაულის დამტკიცების, დასაბუთების და გამოძიების ახალ სტანდარტს ქმნის. შესაბამისად ფაქტია, რომ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა საჭიროებს ამ მიმართულებით უფრო მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილებას. ეს არის ძირითადი გამოწვევა.

მეორე ნაწილია , ე.წ   „უბნის ინსპექტორების“ კომპონენტი, რომელიც ასევე ერთმნიშვნელოვნად, პირველ რიგში, საჭიროებს რეფორმირებას რადგან ფაქტობრივად, მისი შინაარსობრივი ნაწილი არის გამქრალი. როგორც სახელი არსებობს თუმცა მას არ უნდა ჰქონდეს გამოძიების კომპონენტი მას უნდა ჰქონდეს პრევენციისა და ინფორმაციიის შეგროვების ვალდებულება.

მერწმუნეთ, დღეს რომ გვყავდეს უსაფრთხოების ოფიცერი,  სამოქალაქო ოფიცერი და აშ.ის ღონისძიებები რომელიც ჩვენ გუშინ და დღეს ჩავიტარეთ, შეიძლება ბევრად იშვიათად, ან საერთოდ არ დაგვჭირდეს, რადგან უფრო მეტი დეტალური ინფორმაცია გვექნება-განაცხადა შს მინისტრმა “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისამინისტროს საკვანძო ფუნქცია  ე.წ. ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა გახლავთ
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: უახლოეს პერიოდში დავიწყებთ საპატრულო პოლიციის რეფორმას