შს მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიაში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიაში გაემგზავრა. დაგეგმილია გიორგი მღებრიშვილის შეხვედრა მის ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან.

ქართველი მინისტრი ასევე შეხვდება ბავარიის ვიცე პრემიერს, ბავარიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის პრეზიდენტს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

“ევროინტეგრაციის პროცესში, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობების დამყარება ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. სწორედ ამიტომ, დღეიდან იწყება ჩემი დელეგაციის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთსა და გერმანიაში,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტი გახსნა