შს მინისტრი პანკისელებს – უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ მოვიხსნათ, ასე არ შეიძლება!

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ის ყველა არგუმენტს მოისმენს.

„თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო, ახლა უნდა დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. არავინ, არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს არცერთი მოქალაქის – არც თქვენი, არც ფორმიანი ადამიანების და არც მშენებლების უფლებების დარღვევას. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და „მასკები“ უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება“, – განუცხადა მოსახლოებას შს მინსიტრმა.

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში, იქ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, ვითარების გასაცნობად პირადად ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაშს მინისტრის ინფორმაციით, პანკისში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა