შს მინისტრი მღებრიშვილი სააკაშვილის გადმოცემაზე უარს აცხადებს (ვიდეო)

YouTube-ს ბლოგი Страна.ua ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ირწმუნება, რომ რუსი პრანკერის ,,ლექსუსის,, საუბარია ჩაწერილი შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, შსს-ს ხელმძღვანელი მღებრიშვილი, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვთან (სინამდვილეში პრანკერი ლექსუსი რედ.) საუბარში უარს აცხადებს, რომ უკრაინამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმროს და საქართველოს გადმოსცენ. ის ასევე ახსენებს უკრაინის პრეზიდენტის პეტრ პოროშენკოსა და საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის მოლაპარაკებას სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც ქართული მხარე სააკაშვილის გადმოცემაზე, დესტაბილიზაციის შიშით უარს აცხადებს.

 

banner
წინა სტატიაშიტერაქტი პაკისტანში მრავალრიცხოვანი მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიატრამპი მზადაა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს