შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში მისასვლელად მზადაა

შს მინისტრი გიორგი გახარია ნებისმიერ დროს მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, „ევროპული საქართველოს“ მიერ გახარიას პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.

როგორც უწყებაში აცხადებენ, „ევროპული საქართველო“ შს მინისტრის პარლამენტში მისვლას 31 ოქტომბრამდე ითხოვდა, მაგრამ საარჩევნო პერიოდი იყო და გახარიამ მისვლა ვერ მოახერხა.

„შს მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებულ წერილს, სამინისტროდან პასუხი გაეგზავნა. „ევროპული საქართველო“ 31 ოქრომბრამდე ითხოვდა შს მინისტრის პარლამენტში მისვლას, თუმცა, საარჩევნო პერიოდს დაემთხვა და ამიტომ ვეღარ მოახერხა მისვლა. ახლა უკვე ნებისმიერ დროს მზადაა, რომ პარლამენტში მივიდეს“, – აცხადებენ სამინისტროში.

„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტში შს მინისტრს და მთავარ პროკურორს იბარებს.

banner
წინა სტატიაშივთქვი, რომ ხალხი არ აპატიებს სააკაშვილს 7 ნოემბერს, მაგრამ მე შევცდი
შემდეგი სტატია„ნაცმოძრაობის“ ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და აგრძელებენ ჯალათობას, ამის ნათელი მაგალითია მირზა სუბელიანი