შს მინისტრი: გამოძიება დაადგენს, თუ ვის ეკუთვნოდა, ვინ დამალა იარაღები

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, თუ ვის ეკუთვნის საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგი, რომელსაც შსს-მ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად მიაკვლია.

„იარაღები ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციებიდან, სხვადასხვა დროს, სხვა დანარჩენ გარემოებებს დაადგენს გამოძიება, თუ ვის ეკუთვნოდა, ვინ დამალა და ა.შ.“, – აღნიშნავს მღებრიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს დღეს მიაკვლია.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე: ქართული ოცნების შექმნილ 4-წლიან პანაშვიდზე გავიცინო თუ არა, არ ვიცი
შემდეგი სტატიასარკინიგზო კატასტროფა ნიუ ჯერსიში – სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა