შს მინისტრი ჩაქვში საავიაციო ძებნა-შველის სიმულაციურ სწავლებას დაესწრო [video]

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, მიხეილ სარჯველაძესთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დაბა ჩაქვში ჩატარებულ, საავიაციო ძებნა-შველის უწყებათაშორის მასშტაბურ, მრავალკომპონენტიან სიმულაციურ სწავლებას დაესწრო.

აღნიშნული უწყებათაშორისი სწავლების მიზანს წარმოადგენდა საავიაციო ძებნა-შველის სისტემაში ჩართული უწყებების ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, ინფორმაციისა და შეტყობინების მიღების პროცედურების სრულყოფა და საავიაციო შემთხვევების დროს, წყალსა და ხმელეთზე სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას, ძებნა-შველის ოპერაციების დახვეწა.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი – იაგო კაჭკაჭიშვილი
შემდეგი სტატიასელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში