შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე „დაკავებები კიდევ იქნება“

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ხორავას ქუჩის ტრაგედიამ შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმირება შეიძლება ითქვას, რომ დააჩქარა. ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს საგამოძიებო სისტემის რეფორმაზე გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შს მინისტრის თქმით, რეფორმის განხორციელება 6 თვის წინ დაიწყო, თუმცა ამაზე მთავრობის დამტკიცებისას პარლამენტშიც საუბრობდა.

“ჩვენ პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ იგივე ქურდულ სამყაროსთან, ინფორმაციის დამალვასთან, ცრუ ჩვენების მიცემასთან, მანდატურების სამსახურთან და ა.შ. დაკავშირებით. მანდატურების სამსახური ხომ პირდაპირ იყო დაკავშირებული ხორავას კრიზისთან?! რა თქმა უნდა, ამ რეფორმისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიას შორის არის კავშირი. ამ კავშირმა შეიძლება ცოტა დაგვაჩქარა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში მიმდინარე გამოძიებას, შს მინისტრის თქმით, ამ სქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შსს საქმეს კვლავ იძიებს. არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიტაქსის ერთიანი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილის უჩივის და 25 000 ლარს ითხოვს