შს მინისტრი:” ადგილზე სახანძრო ნორმები დარღვეული იყო” (ვიდეო)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 25, 2017 02:10

შს მინისტრი:” ადგილზე სახანძრო ნორმები დარღვეული იყო” (ვიდეო)

შს მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში მომხდარ ხანძარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე სახანძრო ნორმები დარღვეული იყო. მინისტრი საჭიროების შემთხვევაში სესაბამისი პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამოძიება იქნება მკაცრი და ობიექტური.

მისი თქმით, ხანძრის შედეგად 11 ადამიანია გარდაცვლილი. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. 12 დაშავებული ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

„გარდაცვლილია 11 ადამიანი. დაახლოებით 10-12 ადამიანი იმყოფება სამკურნალოდ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანები ცეცხლიდან გამოიყვანეს. მინდა, ყველას სამძიმარი გამოვუცხადო იმ დანაკლისის გამო, რომელიც დღეს გვაქვს. ხანძრის კერა ლოკალიზებულია. მაშველები ატარებენ სამუშაოებს, რათა ყველა სართული შეამოწმონ და შეაფასონ მდგომარეობა. თუმცა, ჯერ კიდევ არ შეგვიძლია იმის დადასტურება, რომ ხანძრის კერა საბოლოოდ ლიკვიდირებულია. ამის დადასტურებასაც რამდენიმე წუთში ველოდებით“, – განაცხადა მინისტრმა.მისივე განცხადებით სამწუხაროდ, ჩვენ ახლა არაფრის გამორიცხვა შეგვიძლია. მიმდინარეობს სართულების შემოწმება. ჯერ ყველა სართული დათვალიერებული არ არის. შესაბამისად, საბოლოო ვერდიქტის გამოტანა ჯერ ადრეა. სამუშაოებს დასჭირდება რამდენიმე საათი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაზე ცენტრული ზონები ნანახია, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, პროკურატურამ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანძრის მიზეზებზე შესაბამისმა უწყებებმა, კერძოდ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უმკაცრესი გამოძიება. შემიძლია განვაცხადო, რომ გამოძიება ობიექტური და მკაცრი იქნება. მოგეხსენებათ, მსგავს და შეუსაბამო ნორმებთან, რომელსაც კანონმდებლობა აწესებს, არის უაღრესად მძიმე დარღვევა ნორმების, შესაბამისად, მკაცრად უნდა იყოს დასჯილი“, – აღნიშნა მინისტრმა.

“აშკარაა სახანძრო ნორმების და მოთხოვნების დარღვევა. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება სახანძრო ნოირმების დარღვევა უნდა იყოს ძალზედ მკაცრი გადაწყვეტილება მიღებული,”-აღნიშნა გახარიამ.

გიორგი გახარია სასტუმროს მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 25, 2017 02:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics