შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უახლოეს ხანებში გადააყენებენ!

შემძრა სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ ,,თაიმერის,, წყაროს ინფორმაციით შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უახლოეს ხანებში გადააყენებენ.

,,მღებრიშვილის გადაყენების ძალიან ბევრი მიზეზი ადრეც არსებობდა და ახლა კიდევ უფრო მეტი არსებობს, თუმცა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მუხტარლის საქმეზე განხორციელებულმა ზეწოლამ უბიძგა.

მუხტარლის საქმის გამო მისი განთავისუფლება კი ,,დანაშაულის აღიარების,, ტოლფასი ხდებოდა და ამიტომ, ინსპირირება მოახდინეს ,,რეპერების,, საქმის, რითაც უნდოდათ რომ მუხტარლის საქმეც გადეფარათ და მღებრიშვილის განთავისუფლების განსხვავებული საბაბი შეეთავაზებინათ წინასაარჩევნოდ საზოგადოებისათვის. ბერა ივანიშვილის მხრიდან გაკეთებული განცხადებაც, ამ გეგმის ნაწილია, რადგან მსგავს განცხადებებს ეს ახალგაზრდა უფროსების დაუკითხავად არ აკეთებს. მღებრიშვილთან დაკავშირებით ასევე გაიცა მითითება, რომ სახელისუფლო მედია საშუალებებმა მღებრიშვილის საწინააღმდეგო კონტექსტების შემცველი შეტყობინებები გაავრცელონ. გადაავლეთ დღევანდელ ნიუსებს თვალი და თავად დარწმუნდებით ამაში,, აცხადებს ,,თაიმერის,, წყარო.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი სავარგულები დაიტბორა
შემდეგი სტატიაწალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია