9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

შრომითი მიგრაციის 1-ელ მარტს ამოქმედებულ დადგენილებაში მთავრობამ ცვლილება შეიტანა

საქართველოს მთავრობამ შრომითი იმიგრაციის შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

1-ელ მარტს ამოქმედებული წესით, საქართველოში უცხოელის დასაქმება გარკვეულ ბიუროკრატიულ ფილტრებს გადის. კერძოდ, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რატომ სჭირდება მაინცდამაინც უცხოელი კადრი და ხომ არ არის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი კვალიფიკაციის მოქალაქე.

ახალი ცვლილებით კი, ჩნდება სპეციალური გამონაკლისი. კერძოდ:

სახელმწიფო უწყებების შუამდგომლობა: თუ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულება შუამდგომლობას წარადგენს, რომ კონკრეტული უცხოელის მიერ სამუშაოს პირადად შესრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მასზე შრომითი საქმიანობის უფლება უფრო მარტივად გაიცემა.
პირადი ფაქტორი: ეს ეხება შემთხვევებს, როცა საქმე არა ზოგადად პროფესიას, არამედ კონკრეტული ადამიანის გამოცდილებას, რეპუტაციას ან ინდივიდუალურ მახასიათებლებს ეხება.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უწყება ითხოვს უცხოელის დაშვებას, მაგრამ დასაბუთება ბუნდოვანია, გადაწყვეტილებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მიიღებს.

სააგენტო შეაფასებს, მართლა სჭირდება თუ არა საქმეს კონკრეტულად ეს ადამიანი, როგორია მისი რეპუტაცია, არსებობს თუ არა ამის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესი და რა ხდება ადგილობრივ შრომის ბაზარზე.

თუ სააგენტო ჩათვლის, რომ „განსაკუთრებული აუცილებლობა“ არ იკვეთება, მაშინ უცხოელს მოუწევს სტანდარტული პროცედურების გავლა, რაც ადგილობრივი კადრების პრიორიტეტულობის შემოწმებას გულისხმობს.

ცვლილება დადგენილებაში გამოქვეყნებისთანავე, 13 მარტს ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტო: 16 მარტს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი
შემდეგი სტატიაბაჰრეინის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ ასობით ირანული რაკეტა და დრონი მოიგერიეს