შრომის უსაფრთხოების საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 12:38

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტში, სოფო კილაძის ინიციატივით შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება. თემატური მოკვლევის ჯგუფი შრომის უსაფრთხოების საკითხებს დეტალურად შეისწავლის და მოახდენს რეაგირებას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხომაზე გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილ შუალედური ანგარიშების მიხედვით ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევა დაფიქსირდა.

„ჩვენ გავამკაცრეთ რეგულაციები, შევცვალეთ კანონი, თუმცა უფრო ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა ჩვენს ქვეყანას არ ყავდეს სამუშაო ადგილზე დაღუპული ადამიანები. მივიღეთ გადაწყვეტილება, „შევქმნათ თემატური მოკვლევის ჯგუფი“, რომელიც ამ მიმართულებით, იქნება საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი ბერკეტი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 1, 2019 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,276
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics