შრომის ინსპექცია: ქორწილი მიმდინარეობდა სადედოფლო კაბის გარეშე

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აჭარაში დააჯარიმეს სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე მიმდინარეობდა.

ფერაძის თქმით, ჯამში აჭარაში 6 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა.

“აჭარის რეგიონში მოგვიხდა 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება, რადგან მათ კვლავ განახორციელეს სოციალური ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 20 ბიზნეს-სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება კვლავ განახორციელეს. აქ გარკვეულწილად მოდიფიცირებას განიცდის და სხვადასხვა ადამიანი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სოციალური ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ხორციელდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ”, – აღნიშნა ფერაძემ.

10 სექტემბრიდან ქორწილების, იუბილეებისა, სარიტუალო და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება. აკრძალვა ღონისძიების აღნიშვნის ნაწილს ეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს დაბადების დღეებზე, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ორსართულიანი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიაგაბუნია: ამოქმედდა COVID-სასტუმროები – შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის