შრი-ლანკას ტერორისტები განათლებულები და უზრუნველყოფილი ოჯახებიდან იყვნენ

შრი-ლანკას სამართალდამცველებმა ცხრა თვითმკვლელი ტერორისტიდან რვის იდენთიფიცირება შეძლეს. თითქმის ყველა თვითმკვლელი განათლებული და უზრუნველყოფილი ოჯახიდან იყო. ერთი მათგანი – ქალი, ერთ-ერთი ტერორისტის ცოლი იყო. ყველა მათგანს საზღვარგარეთ კავშირები ქონდათ.
“ერთ-ერთი თვითკვლელი ბრიტანეთში სწავლობდა, უმაღლესი იურიდიული განათლება კი ავსტრალიაში მიიღო, შემდეგ ის შრი-ლანკაში დაბრუნდა” – ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუვან ვიჯევარდნემ თქვა. “მათ ფულის პრობლემა არ ჰქონიათ, მათი ოჯახები უზრუნველყოფლი იყვნენ, ფინანსური გაგებით” – დაამატა მინისტრმა.
კვირას, ტერაქტების სერიის შედეგად 350 ადამიანი გარდაიცვალა, 500-ზე მეტი დაშავებულია.

ორი ტერორისტი კოლომბოში ერთ-ერთი ცნობილი ვაჭრის შვილები იყვნენ. ზუსტად ამ ორმა – 31 წლის ილხამმა და 33 წლის ინშარ იბრაჰიმმა ააფეთქეს სასტუმროები Shangri-La და Cinnamon Grand. ინშარ იბრაჰიმი კოლომბოში ფაბრიკის მფლობელი იყო. პოლიცია ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრებიც ისლამისტურ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ. უფრო მეტიც, როცა პოლიციელები მივიდნენ მათ სახლში, ერთ-ერთი ძმის ცოლმა თავი აიფეთქა, რომლის შედეგადაც მასთან ერთად თავისი ორი შვილი მოკვდა – Daily Mail-ი წერს. იბრაჰიმის სახლთან ერთ-ერთმა ძმამ მოასწრო ასევე, აფეთქება, რომლის შედეგადაც მისი ცოლი და სამი შვილი მოკვდა. “კარგი ადამიანები ჩანდნენ” – მეზობელი ამბობს მედიასთან საუბარში – “ბიბისი” წერს.

როგორც აღმოჩნდა, ძმები არ მალავდნენ რადიკალურ განწყობას. პოლიცია ძმების მამას, მოჰამედ იუსუფ იბრაჰიმს კითხავს. მას ქალაქში ბევრი ადამიანი სცემს პატივს. “ის ყოველთვის ეხმარებოდა ღარიბებს საჭმლითაც და ფულითაც” – ამბობენ ადგილობრივები და არ სჯერათ, რომ მისი ოჯახის წევრებმა მოაწყვეს თავდასხმა.

ტერაქტი კარგად იყო კოორდინირებული. “ისინი კარგად იყვნენ მომზადებულები. კოორდინაცია უმაღლეს დონეზე იყო. მანამდე მსგავს რამეს არ შევხებივართ” – გუშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა. ტერაქტების საქმეზე 60-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული.

გუშინ “დოიჩე ველემ” გაავრცელა, რომ შრი-ლანკას მთავრობამ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო იმაზე, რომ ქვეყანაში ტერაქტების სერია მზადდებოდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამოძიებაა დაწყებული. მთავრობის პრეს-მდივანმა რაჯიტ სენარატნემ პრეს-კონფერეციაზე თქვა, რომ ტერაქტების მომზადების შესახებ ინფორმაცია 4 აპრილს უკვე ჰქონდათ, რომლის შემდეგადაც თავდაცვის სამინისტრომ პოლიციის შეფს დეტალური მოხსენება გაუგზავნა, 11 აპრილს კი უშიშროების სამსახურების ადგილობრივ ხელმძღვანელებს გაეგზავნათ ინფორმაცია.
პრეს-მდივნის თქმით, გაგზავნილი მოხსენება, ასევე, მოიცავდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ შეტევაზე გაფრთხილებას და ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრთა სახელებსა და გვარებს.

banner
წინა სტატიაშინორვეგიაში ტყის ხანძრის გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული
შემდეგი სტატიასაფრანგეთში პირველად აღნიშნეს სომხების გენოციდისას დაღუპულთა ხსოვნის დღე