შრი-ლანკას ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა გამოცხადებულზე ასით ნაკლები აღმოჩნდა

შრი-ლანკას მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ ეკლესიებსა და სასტუმროებში მოწყობილი ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა “დაახლოებით 253”-ია. ადრე გავრცელდა, რომ ტერაქტების დროს 359 ადამიანი დაიღუპა. მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაურკვევლობის მიზეზი არასწორი დათვლა იყო.

შრი-ლანკაში აღდგომის კვირას მომხდარი ტერაქტების საქმეზე 60-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული – 24 აპრილს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ლაკშმან კირიელამ განაცხადა. მისი თქმით, სულ, დაახლოებით 100 პირია დაპატიმრებული. მას სდვა დეტალები არ გაუსაჯაროვებია.
გარდაცვლილტა შორის, 39 უცხოელია. . პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებები ცხრა თვითმკვლელმა-ტერორისტმა ჩაიდინა, მათ შორის იყო ქალი. დადგენილია რვა მათგანის სახელი და გვარი – ადრე შრი-ლანკას თავდაცვის მინისტრმა რუვან ვიევარდენემ თქვა. ასევე, ერთ-ერთი თვითმკვლელი ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სწავლობდა.

სამშაბათს “დოიჩე ველემ” გაავრცელა, რომ შრი-ლანკას მთავრობამ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო იმაზე, რომ ქვეყანაში ტერაქტების სერია მზადდებოდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამოძიებაა დაწყებული. მთავრობის პრეს-მდივანმა რაჯიტ სენარატნემ პრეს-კონფერეციაზე თქვა, რომ ტერაქტების მომზადების შესახებ ინფორმაცია 4 აპრილს უკვე ჰქონდათ, რომლის შემდეგადაც თავდაცვის სამინისტრომ პოლიციის შეფს დეტალური მოხსენება გაუგზავნა, 11 აპრილს კი უშიშროების სამსახურების ადგილობრივ ხელმძღვანელებს გაეგზავნათ ინფორმაცია.
პრეს-მდივნის თქმით, გაგზავნილი მოხსენება, ასევე, მოიცავდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ შეტევაზე გაფრთხილებას და ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრთა სახელებსა და გვარებს.

banner
წინა სტატიაშიგუდამაყრის ხეობაში ხანძარი დაახლოებით 5 ჰექტარზეა გავრცელებული – სამუშაოებს რთული რელიეფი ართულებს
შემდეგი სტატიაენტონი ბერჯესის არქივში “მექანიკური ფორთოხლის” გაგრძელება იპოვეს