შრი-ლანკას ტერაქტებთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული

შრი-ლანკაში აღდგომის კვირას მომხდარი ტერაქტების საქმეზე 60-ზე მეტი ეჭვმიტანილია დაკავებული – 24 აპრილს ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ ლაკშმან კირიელამ განაცხადა.

მისი თქმით, სულ, დაახლოებით 100 პირია დაპატიმრებული. მას სდვა დეტალები არ გაუსაჯაროვებია.
ამავე დროს, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ შრი-ლანკაში ისლამისტები ტერაქტების გაგარძელებას აპირებენ.

“ტერორისტები ტავდასხმას გაფრთხილების გარეშე დაიწყებენ. მათი ჩვეულებრივი მიზანია ხალხის ტავშეყრის ადგილები, საზოგადოებრივი ადგილები” – კოლომბოში აშშ-ს ელჩმა ალეინა ტეპლიცმა განაცხადა.

აფეთქებების სერიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 359 ადამიანს მიაღწია, მათ შორის, 39 უცხოელია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია , რომ დაღულულია 321 პირი.

პოლიციის ინფორმაციით, აფეტქებები ცხრა თვითმკვლელმა-ტერორისტმა ჩაიდინა, მათ შორის იყო ქალი. დადგენილია რვა მათგანის სახელი და გვარი – ადრე შრი-ლანკას თავდაცვის მინისტრმა რუვან ვიევარდენემ თქვა. ასევე, ერთ-ერთი თვითმკვლელი ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სწავლობდა.

გუშინ “დოიჩე ველემ” გაავრცელა, რომ შრი-ლანკას მთავრობამ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო იმაზე, რომ ქვეყანაში ტერაქტების სერია მზადდებოდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამოძიებაა დაწყებული.

მთავრობის პრეს-მდივანმა რაჯიტ სენარატნემ პრეს-კონფერეციაზე თქვა, რომ ტერაქტების მომზადების შესახებ ინფორმაცია 4 აპრილს უკვე ჰქონდათ, რომლის შემდეგადაც თავდაცვის სამინისტრომ პოლიციის შეფს დეტალური მოხსენება გაუგზავნა, 11 აპრილს კი უშიშროების სამსახურების ადგილობრივ ხელმძღვანელებს გაეგზავნათ ინფორმაცია.

პრეს-მდივნის თქმით, გაგზავნილი მოხსენება, ასევე, მოიცავდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ შეტევაზე გაფრთხილებას და ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრთა სახელებსა და გვარებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: ტრამპი ზელენსკის ადმინისტრაციასთან მუშაობას ელოდება
შემდეგი სტატიავახტანგ ჭარაია – ჰესების მოწინააღმდეგეებად ის პოლიტიკური ძალები მოგვევლინენ, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ჰესების პირველი მომხრეები იყვნენ