შპს “ცენტრ-პოინტ აჭარის” ხელმძღვანელს 19 მილიონი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავებიან

რამდენიმე წუთის წინ თბილისის პროკურატურაში ”ცენტრ-პოინტის” ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელის ადვოკატი თეიმურაზ ჯღამაძე იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას მისთვის საქმის დოკუმენტაცია უნდა გადაეცა, თუმცა ჯერ არ გადაუცია. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მასთან ერთად წაუყენეს ბრალი სსსკ 182-ე მუხლით.

“ედავებიან დაახლოებით 19 მილიონი ლარის მითვისებას ჯგუფურად, რაშიც ირაკლი მინდელი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამასთან, ამ ეტაპზე გამოძიებას ჩვენ ჩვენება ვერ მივეცით. რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობთ, დუმილის უფლება აირჩია. საქმის მასალები ბრალის წაყენებისთანავე უნდა მიეცათ, მაგრამ ამ დრომდე არ გადმოუციათ და 6 საათზე დამიბარეს პროკურატურაში მასალების გადმოსაცემად და როცა გადმოგვცემენ მასალებს და გავეცნობით, სრულყოფილ ჩვენებას მერე მივცემთ გამოძიებას.”- განაცხადა ჯღამაძემ.

რაც შეეხება მის კავშირს „მაგნოლიასთან”, ადვოკატის თქმით, მინდელი გარკვეული პერიოდი ფილიალის დირექტორი იყო, მაგრამ სრულყოფილი უფლებამოსილება არ გააჩნდა. „ფინანსებთან შეხება მას არ ჰქონდა და იმ თანხის მითვისება რომც სდომოდა, ვერ მიითვისებდა. თანხებთან წვდომა მას არ ჰქონდა”,- განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იმერეთის რეგიონით დაიწყება
შემდეგი სტატიამედია გერმანული დაზვერვის მიერ ნატოსა და ევროკავშირის პარტნიორების უკანონო მოსმენებზე საუბრობს