23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“შპიგელი”: ევროკომისია შიდა სასაზღვრო კონტროლის თანდათანობით გაუქმებას მოითხოვს

“შპიგელის” ინფორმაციით, ევროკომისია გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში შიდა, ევროკავშირის საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის თანდათანობით გაუქმებას მოითხოვს.

როგორც მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, ევროკომისიის შეფასებით, ცხრა წევრ სახელმწიფოში,  სადაც კონტროლი ამჟამად მოქმედებს, საზღვრის შემოწმების თანდათანობითი შემცირება როგორც შესაძლებელია, ასევე მიზანშეწონილია.

საზღვრის კონტროლის შემცირებისკენ მოწოდების მიზეზად კი, ბრუნერმა ლტოლვილთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება დაასახელა.

„მეორე მხრივ, მიღებული ზომები, როგორიცაა გარე საზღვრების დაცვა და შესვლისა და გასვლის საერთო ევროპული სისტემა, შედეგს იძლევა“, – აღნიშნა ევროკომისარმა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიანათელაშვილი: პუტინი კავკასიაში ფრონტს ვერ გახსნის, ხიფათიანი გეოპოლიტიკური დუღილი რეგიონში წინ გველოდება