შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “მთავარი არხის” ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა.

დადასტურებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

შოვში სამძებრო სამუშაოები გრძელდება – მაშველები 25-მდე ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ
შემდეგი სტატიაშოვში, სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა. ცხედარი მამამ ამოიცნო