საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების განყოფილების ცნობით, შოვში სტიქიას რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა ემსხვერპლა.
წარმომადგენლობის ცნობით ტრიჩევას ცხედარი მისმა ახლო მეგობარმა დღეს ამოიცნო.
“დღეს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქსენია ტრიჩევა გარდაცვლილი იპოვეს – ცხედარი მისმა ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა მორგში ამოიცნო.
ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ქსენიას ოჯახსა და მეგობრებს” – წერია განცხადებაში.