შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა გაავრცელა.
“ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი, დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს” – თქვა მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიშა ბოლქვაძე: როგორც შოვში, იგივე მდგომარეობა გვაქვს ორთაბათუმში, სადაც მდინარის კალაპოტში განთავსებულია 54 კოტეჯი
შემდეგი სტატიაინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დაგვემატა მეცხრე ლოკაცია, მძიმე ტექნიკით მოვახერხეთ და მივაღწიეთ კოტეჯების სასადილოსთან – ქარსელაძე