შოვში სტიქიას მეგი და გიგი გუტაშვილები ემსხვერპლნენ

შოვში, სტიქიის ზონაში გუტაშვილების ოჯახის ორი წევრის, მეგი და გიგი გუტაშვილების ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. მარიტა გუტაშვილის ოჯახი 9 წევრს ეძებს.

შოვში სტიქიას ამ დროის მონაცემებით 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 14-ის იდენტიფიცირება მოხდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე დღესაც გრძელდება. ოფიციალური უწყებების ცნობით, ეძებენ 16 ადამიანს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორის კურთხევით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისთვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან
შემდეგი სტატიადღეს ახალი ლოკაციის, ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიის წმენდა დაიწყება – ონის მერი