შოვის მომხდარ სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორისაა გიორგი გოგინაშვილი

შოვის მომხდარ სტიქიას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორისაა გიორგი გოგინაშვილი.

„ამ გმირ ბიჭზე უნდა დავწერო გიორგი გოგინაშვილზე შოვის სტიქიის დროს თავად სამშვიდობოს გავიდა, მაგრამ ადამიანები ვერ დატოვა მარტო… ცოლი ხეზე აიყვანა და უკან შებრუნდა სხვების დასახმარებლად. ის სხვები გადაარჩინა დედა-შვილი და ერთი ქალბატონი, შემდეგ კი ცოლთან დაბრუნებულა ისევ. სწორედ ამ დროს ემსხვერპლა სტიქიას. წაუღია ის ხე მეწყერს, ყოველთვის ასეთ გმირებზე იდგა, ახლაც ასეთ გმირებზე დგას და მომავალშიც ასეთ გმირებზე იდგება საქართველო.მარადიული ხსოვნა ამ გმირ ბიჭს.ძალიან ძნელია საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომელიც სიკვდილის შიშს დაგავიწყებს, ეს ერთეულებს შეუძლიათ მხოლოდ. მათი სახელი უსასრულოდ უნდა ტრიალებდეს წიგნებში და ტელევიზიებში. ბავშვები მათი საგმიროო საქმეების ისტორიებით უნდა გავზარდოთ! დიდება და მარადიული ხსოვნა შენს სახელს გიორგი“,- წერს მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისტიქიის ზონაში მუშაობა გრძელდება, ამ დროისთვის 78 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე დღვიორაზეც – გზების დეპარტამენტი
შემდეგი სტატიასხვადასხვა წელს შოვისთვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდ. ჭანჭახი და მისი შენაკადები, ეს უნდა ყოფილიყო დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი – “მწვანე ალტერნატივა”