„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ პროდუქტების გაძვირება ვერ შეაჩერა. მისი თქმით, მთავრობამ რეალური ნაბიჯების ნაცვლად საზოგადოებას სპექტაკლი შესთავაზა:
„ფაქტობრივად რა გააკეთა ხელისუფლებამ? იმ პრობლემაზე, რომელიც ისედაც აწუხებს ხალხს და ყველასთვის ცნობილია, ამაზე უბრალოდ საჯაროდ იმსჯელეს, თითქოს არ იცოდნენ. დაიბარეს იმპორტიორები, დისტრიბუტორი კომპანიები, მარკეტების ქსელის მეპატრონეები. შოუ დაგვიდგეს და უბრალოდ დრო გაგვატარებინეს. არანაირი კონკრეტიკა, არანაირი მოქმედება და არანაირი რეაგირება ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმისთვის, რომ პრობლემა გრძელვადიანად გადაჭრილიყო“.


















