შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შეჩერება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია

შოტლნდია დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შეჩერება

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა განაცხადა, რომ მხოლოდ სასამართლოს შეუძლია დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შეჩერება.

“მე ვამბობ, რომ თუკი ბორის ჯონსონს ამის შეჩერება სურს, მას ამისათვის იურიდიული ზომების მიღება დასჭირდება” – თქვა სტერჟენმა. “თუკი ბორის ჯონსონი ამას არ გააკეთებს, ეს იქნება კანონიერი რეფერენდუმი. თუკი გააკეთებს, საქმეს სასამართლოები გადაწყვეტენ”, – განმარტა პირველმა მინისტრმა.

Sky News-ის გამოკითხვით, შოტლანდიის დამოუკიდებობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა თანაბარია, თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი ხმა ვის მისცენ.

რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში შოთლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეები სჭარბობდნენ.

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნები 6 მაისს ჩატარდება. ვარაუდობენ, რომ არჩევნებზე სტერჟენის ეროვნული პარტია გაიმარჯვებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 150 მილიონი ადამიანი აიცრა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი გარეჯის ინციდენტზე: ეს კამპანია არის უკიდურესად ამორალური და უზნეო